თევზჭერა 4 თვით იკრძალება

2017-04-29 13:17:52

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს. შეგახსენებთ, რომ სპორტულ-სამოყვარულო (ანკესით, მათ შორის რეკრეაციული) თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში, კალმახის გარდა.

თევზჭერის აკრძალული საშუალებებია: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ - სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერებები.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №193 დადგენილების მიხედვით, დაშვებულია: რეკრეაციული და სპორტული თევზჭერის სახეობები (მათ შორის, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ კალმახზე, განსაზღვრული აკრძავლებით). ასევე ამ დადგენილებით განსაზღვრულია დაცულ ტერიტორიებზე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესები.