გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ერთ-ერთ ფილიალში, მშობელმა ბავშვი ბაღში, სახეზე მიყენებული დაზიანებით მიიყვანა. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღის თანამშრომლების მიერ, მშობლებთან დაკავშირება და მიზეზის გარკვევა მოხდა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სახლში წაიქცა და სახეზე სილურჯე, სწორედ ამის გამო ჰქონდა.
კანონმდებლობის თანახმად მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ-ების ხელმძღვანელ პირებს, მათ თვალსაწიერში აღმოჩენილი ძალადობის ნიშნების გამოვლენა, იდენთიფიკაცია და ფაქტზე რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრებათ. გარდა ამისა ბავშვს თავად შეეძლება, იმ შემთხვევაში თუ ფიქრობს რომ ოჯახში, სკოლაში, ან რომელიმე საგანმანათლებლო წრეზე მისი უფლებები ირღვევა, სამართალდამცავებს დახმარებისთვის თავად მიმართოს. საკითხს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.