გაფიცული მძღოლები კომპანიის მოთხოვნას დათანხმდნენ

2017-04-28 20:20:06

რუსთავის გზატკეცილიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსები დღეს გაფიცულები იყვნენ, მიზეზი ”თბილისის მიკროავტობუსის” პოზიცია იყო. მძღოლები აცხადებდნენ, რომ ”თბილისის მიკროავტობუსმა” მძღოლებს ბუნებრივ აირზე მუშაობის ნება გარკვეული პერიოდის წინ დართო, თუმცა ახლა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ბუნებრივი აირის ბალონების ამოღებას სთხოვს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის განმარტებით, ავტოპარკი მუშაობს დიზელზე ამიტომ სასურველია ყველა მიკროავტობუსმა დიზეზლე იმუშაოს.

უახლოეს მომავალში შესაძლოა მიკროავტობუსები დიზელზე გადავიდნენ რუსთავშიც. „ინტერტრანსში“ აცხადებენ რომ ის მიკროავტობუსები რომლებიც კომპანიის ბალანსზეა და ბუნებრივ აირზე მუშაობს, მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია რომ მიკროავტობუსების დიდი ნაწილი, რომელიც, ამ დროისთვის, ბუნებრივი საშუალებით გადაადგილდება, კომპანიის მფლობელობაში არ არის.