სიურპრიზი ექიმებს, პოლიციელებს და მაშველებს [video]

2020-03-25 23:08:09

სიურპრიზი ექიმებს, პოლიციელებს და მაშველებს [ვიდეო/video]

რესტორანმა "იმპერიამ" რუსთავში დასაქმებულ იმ ადამიანებს რომლებიც საგანგებო ვითარებაში მუშაობენ, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ უსაფრთხოებაზე 24 საათი ზრუნავენ, სიურპრიზი მოუწყო და საკვები, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ადგილზე მიუტანა. რესტორნის კურიერები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს, კლინიკა რუსთავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისს, საპატრულო პოლიციის განყოფილებას და სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ.

მიუხედავად იმისა რომ რესტორანი დაკეტილია და მხოლოდ გამოძახების სერვისზე მუშაობს, კვების ობიექტის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ზემოთ აღნიშნული პროფესიის ადამიანებისთვის მადლობა ამ ფორმით გადაეხადა.