რა ხდება რუსთავის სასურსათო მაღაზიებში

2020-03-23 22:06:29

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის სასურსათო მაღაზიებში, საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხს დღეს დილიდან პირადად ამოწმებს. მონიტორინგი ქალაქის მერმა, "მადაგონის" სავაჭრო ქსელის ფილიალიდან დაიწყო, გაეცნო სუპერმარკეტ "ფენიქსში", ასევე "ორი ნაბიჯის," "მაგნიტის" ფილიალებში და სხვა დიდ თუ მცირე მარკეტში არსებულ სიტუაციას.

ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიებში, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები კარგად  კონტროლდება. დაცულია მომხმარებლის რაოდენობის, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის პრინციპიც. კონსულტანტები პირბადეებით და ხელთათმანით აღჭურვილები ემსახურებიან მომხმარებლებს.

"რუსთავში არსებული ქსელური სავაჭრო ობიექტები, ზედმიწევნით იცავენ ყველა სავალდებულო მითითებას და რეკომენდაციას. აღარ ვსაუბრობ სადეზინფექციო სამუშაოებზე, რომელიც სისტემატურად  სრულდება ყველა წესის დაცვით. გარკვეული კითხვები წამოვიდა ქსელური მაღაზიების მეპატრონეებისგან, იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებლის ყოფნაა დაშვებული, კონკრეტული მარკეტის ტერიტორიაზე, ფართობის გათვალისწინებით. სუპერმარკეტების წარმომადგენლების  მხრიდან დასმული ყველა საკითხი  დამუშავდება  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიერ  შემუშავებულ რეკომენდაციებს, კიდევ ერთხელ მივაწვდით მათ,  რადგან სოციალური დისტანციის დაცვა, არის დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა", - განაცხადა რუსთავის მერმა.

სასურსათო მაღაზიების  ქსელში, საგანგებო მდგომარეობის შესრულების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქეები, ორკვირიან, სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

"ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში. რა თქმა უნდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ექნებათ აუცილებლობა, რომ გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე, ჩვენი თანამოქალაქეების და მათი ახლობლების უსაფრთხოებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებობს ცხელი ხაზი, რომელზეც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სრული და დეტალური ინფორმაცია მიიღონ, როგორც დაგეგმილ ფრენებთან ასევე სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თუ რაოდენ დაძაბულ რეჟიმში უწევთ მათ ყოფა დღეს, საზღვარგარეთ, უცხო სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და ჩვენი დიპლომატიური სამსახური მზად არის მათ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა გვყავს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში და სრულად არ არის დაფარული გეოგრაფია, მაინც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებობს ცხელი ხაზი, რომელზეც მათ შეეძლებათ მიიღონ სრული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ფრენებთან დაკავშირებით და იმ სხვა გადაწვეტილებებზე, რომელსაც შემდგომში მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

RUSTAVI