ახალი რეგულაციები რომელიც ტრანსპორტს შეეხო

2020-03-23 18:37:22

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მიკროავტობუსების შეზღუდვის შემდეგ ტრანსპორტს კიდევ ახალი რეგულაცია შეეხო.

იკრძალება მგზავრების მიკროავტობუსით და მატარებლით გადაყვანა. ამის შესახებ დილით მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

რუსთაველების დიდ ნაწილს აინტერესებდა აკრძალვა შეეხებოდა თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ 5 მარშრუტს.

"ინფო რუსთავს" მთავრობის კანცელარიაში განუცხადეს რომ მიკროავტობუსებს მგზავრების მომსახურება დღეს, ღამის 12 საათამდე შეეძლებათ, ხოლო ხვალიდან ანუ ღამის 12 საათის შემდეგ მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა იკრძალება.

ამჯერად კომპანია "ინტერტრანსი" იძულებული ხდება რომ მგზავრებთა გადაყვანა შეაჩეროს.