ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება იყო პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის [ვიდეო/video]
ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლის ეზოში სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ.
ირკვევა, რომ გარდაბანში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მოსახლეობას ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე თავყრილობის გამო შენიშვნა მისცა, რამაც მათი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.