იმოძრავებს თუ არა ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით

2020-03-22 22:35:28

იმოძრავებს თუ არა მიკროავტობუსები თბილისის მიმართულებით?

ამ კითხვით "ინფო რუსთავს" ყოველდღიურად ათობით ადამიანი მიმართავს.

საინფორმაციო სააგენტომ კიდევ ერთხელ დააზუსტა და გაცნობებთ რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და უკან 5 მარშრუტზე შესრულდება რეისები.

1) თოდრიიდან დიდუბის მიმართულებით;
2) რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით;
3) ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურამდე;
4) მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურამდე;
5) ე.წ. ალდაგის სატანსპორტო საშუალებები, რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით;

დილით გასვლის და საღამოთი უკან დაბრუნების დრო უცვლელია.