მარნეულში კორონავირუსი დაფიქსირდა

2020-03-22 13:00:54

ახალი კორონავირუსი მარნეულში "ჯეო-ჰოსპიტალში" ერთ პაციენტს დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ტატა შენგელაიამ განუცხადა.

საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ: ჩვენს კლინიკაში დაუდასტრუდა ერთ პაციენტს ახალი ვირუსი. პაციენტი სხვა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ამდროისთვის კლინიკაში მიმდინარეობს შესაბამისი სადენზინფექციო სამუშაოები.

"ინფო რუსთავს" მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძემ განუცხადა, რომ: - ეპიდემიოლოგები ჩამოსულები არიან თბილისიდან. პაციენტი არის შუახნის ქალი და ჯერ კიდევ იმყოფება ჯეო-ჰოსპიტალში. ამ ქალბატონს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. მისი და ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან, რომელიც იმყოფება "ავერსის" კლინიკაში. ამ შემთხვევაში ექიმებიც რისკის ქვეშ არიან.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 18 მარტს მოათავსეს.