სურსათი 950 ბენეფიციარს [photo]

2020-03-22 12:24:45

რუსთავის ბაგა-ბაღებში, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტყოხელა დედებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ობოლ ბავშვებს პროდუქტი გადასცეს.

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც განაცხადა რომ: - ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდება ყურადღების მიქცევა, ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, მარტოხელა დედები. პირველ ეტაპზე მოხდება ამ საკვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება ბავშვებს, ის კვების თანხხა, რაც მათთვის იყო განკუთვნილი, ადგილზეა და არანაირი კლება არაა ამ კუთხით. მშობლებთან ერთად სასწავლო წელი რომ დაიწყება გადავწყვიტავთ თუ რა სახის სიურპრიზები მოვუმზადოთ ამ ბავშვებს როცცა დაიწყება წელი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სურსათი სულ 950 ბენეფიციარს გადაეცა.