რა პრობლემები შეექმნებათ წვევამდელებს, რომლებიც გამოძახებაზე არ გამოცხადდებიან

2017-04-27 18:28:07

საქართველოს მასშტაბით საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარეობს. რუსთავში, საგაზაფხულო გაწვევების ფარგლებში 150-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება. სამხედრო გაწვევებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ლევან ონიანის განცხადებით, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მაისის ბოლოს დასრულედება.

ის პირები რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად, გამოძახებაზე არ გამოცხადდებიან, გაფრთხილებებს მიიღებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, საქმე სასამართლოს გადაეცემა, რის შემდეგაც შესაძლოა პირი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდეს.