უფასო პირბადეები რუსთაველებს

2020-03-21 16:41:35

რუსთავში, მეგობროის გამზირზე, ახლაგაზრდა ლიდერების ინიციატივით, ადგილობრივებს, პირბადე, ხელთათმანები და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი უფასოდ დაურიგეს.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაპუნა პაპავამ განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მოიძიეს გარკვეული სახსრები და აღნიშნულ აქტივობას ახორციელებენ.

"გავცემთ შეფუთვებს და ერთადერთი შეზღუდვაა, ერთ მოქალაქეზე გაიცეს მხოლოდ ერთი პაკეტი, რადგან რაოდენობრივად ჯერჯერობით მოვახერხეთ მხოლოდ ამ მარაგის შემოტანა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის დეფიციტური საქონელი ამ შემთხვევაში არ არის არც აფთიაქებში და არც სამედიცინო დაწესებულებებში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობის ნაწილს მაინც გავუწიოთ შესაბამისი დახმარება", - განაცხადა პაპუნა პაპავამ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას პაპუნა პაპავამ, ასევე, ისაუბრა ახალ ინიციატივაზე და განაცხადა, რომ შეიქმნება პლატფორმა "რუსთაველი რუსთაველისთვის". პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს ფინანსური არამდგრადობა და ვერ ახდენენ კომუნალური გადასახადების გადახდას, ასევე ის ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი დაეხმაროს ასეთ ადამიანებს