საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს [photo]

2020-02-20 15:48:37

თურქეთში, ისკენდერუნში საქართველოს მოქალაქე 24 წლის, დავით წულუკიძე გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მეზღვაურის სამძებრო სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცის ცხედარი ზღვაში მეთევზეებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეზღვაურს აკადემია ახალი დამთავრებუი ჰქონდა და გემზე სამუშაოდ პირველად წავიდა. ნახეთ ბმული