საქართველოს მოქალაქე დაიკარგა [photo]

2020-03-13 13:27:38

თურქეთში, ისკენდერუნში, საქართველოს მოქალაქეს 24 წლის, დავით წულუკიძეს მე-10 დღეა ეძებენ.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას დაკარგული მამაკაცის ძმამ ლევან წულუკიძემ განაცხადა, ახალგაზრდა მეზღვაურს აკადემია ახალი დამთავრებუი ჰქონდა და გემზე სამუშაოდ პირველად წავიდა.

"პორტიდან გემი გავიდა და დადგა გუზაზე და რომ გაიღვიძეს გემზე აღარ იყო. ყველა საქმის კურსშია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ყველაფერი გაურკვეველია, ვერ ხვდებიან რა მოხდა, ამბობენ ასეთი რამ პირველად ხდებაო", - განაცხადა ლევან წულუკიძემ.