კორონავირუსის ახალი შემთხვევა

2020-03-20 12:38:11

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ტიკარაძის თქმით, ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

"ასევე ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მე-4 შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში. დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუსტ ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 3 ინფიცირებული პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა პირმა ოჯახის სხვა წევრები დააინფიცირა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.