რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა

2020-03-20 11:27:11

მგზავრთა სიმცირის გამო რუსთავში, ვარკეთილის სამარშრუტო ხაზმა ამ ეტაპზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს. ასევე მცირდება მიკროავტობუსების რაოდენობაც.

დღეის მდგომარეობით რუსთავიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ:

▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით.

▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით.

▪️ ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლის მიმართულებით.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია COVID 19-ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. რამდენიმე დღის წინ გადაწყდა კომპანია "ინტერტრნსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ნაწილის დროებით გაჩერება.