მიკროავტობუსების დეზინფექცია რუსთავში

2020-03-20 16:25:43

კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "ინტერტრანსში" განუცხადეს.

"რეგულარულად ტარდება სატრანსპორტო საშუალებების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ეს ხსნარი პრევენციას აკეთებს, რომ მომავალში არ გავრცელდეს მიკრობები და ვირუსები მიკროავტობუსში"- აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ინტერტრანსში ამბობენ, სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ხსნარებით არასამუშაო საათებში მუშავდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, კომპანიამ მიკროავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები 5 მარტს დაიწყო.