ლარი ისევ გაუფასურდა.

2017-04-27 14:31:04

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებაში 2 დღის განმავლობაში 5 პუნქტით, ხოლო ბოლო 2 კვირის განმავლობაში 14 პუნქტით გაუფასურდა. 1 დოლარის შეძენა 2.50 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.48 ლარად მოგიწევთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.473 ლარი გახდა.