პაციენტები კორონავირუსის ტესტზე შეამოწმეს

2020-03-19 00:52:28

რუსთავიდან მამაკაცი, ხოლო გარდაბნიდან ქალი გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქალი თურქეთში იმყოფებოდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის გასვენების დროს ჩამოვიდა. როგორც "ინფო რუსთავს" ქალის მეზობელმა განუცხადა, მას საქართველოში ჩამოსვლილას სიცხე ჰქონდა, რის გამოც თბილისში გადაიყვანეს ტესტირებაზე. მოგვიანებით გაირკვა რომ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

რაც შეეხება რუსთაველ მამაკაცს, ტესტირებისთვის ის გუშინ შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, მამაკაცს კვლევა უკვე ჩაუტარდა და მისი პასუხი სავარაუდოდ ხვალ იქნება.