აეკრძალება თუ არა მუშაობა შიდა საქალაქო ტრანსპორტს

2020-03-18 00:14:02

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსთავის შიდა გადაზიდვებში სამარშრუტო გადაადგილება ჩერდება.

"როგორც რუსთავში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში შიდა გადაზიდვებში გაჩერდება სამარშრუტო მომსახურება"- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

მიუხედავად ამ შეზღუდვისა, შოთა რეხვიაშვილის თქმით, ქალაქის შიგნით ხალხის გადაყვანას არ შეწყვეტს მუნიციპალური ავტობუსები, ისინი მუშაობას ისევ იმ რეჟიმში განაგრძობენ, რა რეჟიმშიც ახლა გადაადგილდებიან.

ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით ხალხის გადაადგილებისა და მათ შორის კონტაქტის შეზღუდვას ემსახურება, რათა არ მოხდეს კორონავირუსის, COVID19-ის, გავრცელება.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ შეზღუდვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათა შორის საკოორდინატო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დააწესა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI