დაიხურა თუ არა ბავშვთა გასართობი ცენტრები

2020-03-07 18:33:15

რუსთავში არსებული ბავშვთა გასართობი ცენტრების ნაწილი, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შექმნილი ვითარების გამო, მუშაობას დროებით აჩერებს.

"ინფო რუსთავი" ქალაქში არსებულ 5 საბავშვო გასართობ ცენტრს დაუკავშირდა. 4-მა მათგანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაწესებულებები, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გამო, მუშაობას დროებით აჩერებენ. ორ ობიექტზე გვითხრეს რომ ჯერ არ იციან რა დრომდე იქნებიან დახურულები.

ორ მათგანში კი გვითხრეს, რომ თუკი 1 აპრილიდან სასწავლო პროცესი აღდგება, ცენტრები მუშაობას განაახლებენ.

რაც შეეხება ხუთიდან ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრს, ისინი დღესაც ღებულობენ შეკვეთას და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. მათი თქმით, გასართობ ცენტრში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა და ბავშვებისთვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველი არ არის.