"ალდაგის" სამარშრუტო ხაზმა მუშაობა განაახლა

2020-03-16 18:59:26

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს, - ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

მძღოლები ამბობდნენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მგზავრთა ნაკადმა იკლო ამიტომ ისინი კომპანიისგან გეგმის შემცირებას ითხოვდნენ.

როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია, დღეს მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.