ჩაუტარდება თუ არა დეზინფექცია ატრაქციონებს

2020-03-15 14:16:16

ჩაუტარდება თუ არა რუსთავში არსებულ სკვერებს სადეზინფექციო სამუშაოები? - აღნიშნული კითხვით "ინფო რუსთავმა" რუსთავის მერიას მიმართა.

მერიაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ყველა სკვერში ხვალ დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა გასართობ სივრცეებთან დაკავშირებით რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გასცა და განაცხადა, რომ: - ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით, არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ, ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად, ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ, სასურველია ყოველდღიურად.