CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია, XVI მიკრორაიონში, 17 წლის გოგონამ მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.