რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მოკრივე ლაშა გურულს, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცეს.
ჯიქიამ და გიორგი ბეგაძემ რუსთაველ მოკრივეს მადლობის სიგელი და საჩუქრები პირადად გადასცეს. მათ ლაშა გურულს მადლობა გადაუხადეს და შემდგომი სპორტული წარმატებები უსურვეს.
როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. სისტემატურად ხდება ახალგაზრდა სპორტსმენების წახალისება, იმისათვის, რომ მათ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
ლაშა გურული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველია, ვინც კრივში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.