სამედიცინო პირბადეების პარალელურად, სააფთიაქო ქსელებში სულ უფროდაუფრო მცირდება სადეზინფექციო ხსნარების რაოდენობა.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა არის თუ არა რომელიმე სააფთიაქო ქსელში სადეზინფექციო ხსნარი შემორჩენილი. იმის გარკვევის მიზნით, შეძლებთ თუ არა რუსთავში ანტისეპტიკური ხსნარის შეძენას, საინფორმაციო სააგენტომ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში დარეკა.
როგორც აღმოჩნდა, სადეზინფექციო ხსნარების მარაგი რუსთავში, "ჯიპისის", "იმპექსისა" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებში ამოიწურა.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ ხსნარის შეძენას შეძლებთ "ფარმ სახლში". აღნიშნულ სააფთიაქო ქსელში 50 მილიგრამიანი ანტისეპტიკური ხსნარებია გაყიდვაში და 6.50 ლარი ღირს.
500 მილილიტრიანი ხსნარებია შემორჩენილი რუსთავის "პე-ეს-პე"-სა და "ავერსის" ფილიალებში.
ხსნარის ღირებულება "პე-ეს-პე"-ში 39.79 ლარი, ხოლო "ავერსში" 13.95 ლარია.