კარანტინი რუსთავის სასტუმროში

2020-03-14 05:06:43

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული სასტუმრო საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

სასტუმროს ნომრებში, გამთენიისას, რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული 20-მდე მოქალაქე შეასახლეს. კარანტინში თითოეული მოქალაქე 14 დღე დარჩება და მათზე მოხდება დაკვირვება.

რუსთავის სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს საკარანტინო ზონად 2 დღის წინ გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველების დიდმა ნაწილმა გააპროტესტა. ადგილობრივები საფრთხეებზე საუბრობენ და აღნიშნავენ რომ დროულად არ მოხდა მოსახლეობის ინფორმირებულობა, მათი აზრით სასურველი იქნებოდა საკარანტინო ზონა ქალაქიდან მოშორებით ყოფილიყო. ნაწილი კი სასტუმროში, რისკ ჯგუფიდან ჩამოსული მოქალაქეების შესახლებაში საფრთხეს ვერ ხედავს.

ამ დროისთვის უცნობია რა ვადით იქნება საკარანტინო ზონა მეგობრობის გამზირზე არსებული სასტუმრო და ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.