კომპანია "რუსთავის წყალ" განცხადებას ავრცელებს

2020-03-13 23:45:33

დღეიდან, რუსთავის წყლის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება.

რუსთავის წყალი  ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და დღეიდან ზღუდავს სერვის ცენტრში მოსახლეობის ვიზიტს. კომპანია მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლებს სრულ დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

დღეიდან მომხმარებლებს ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შეუძლიათ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge, რის შემდეგაც ოპერატორი განცხადებას  დისტანციურად დაარეგისტრირებს. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის  ცხელი ხაზე -  0341 22 00 11.

რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის მომსახურებას, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის.