ე.წ. სტამბულის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა [photo]

2020-03-13 19:24:18

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

დეზინფექცია ჩაუტარდა როგორც ტანსაცმლის, ასევე აგრარულ ანგარს.

"მუშავდება გარე ტერიტორიაც, აქ ყოველდღიურად მიმდინარეობდა სადეზინფექციო საშუალებებით ტერიტორიის დეზინფექცია პრევენციის მიზნით და ახლა მიმდინარეობს დახურული სივრცეების დეზინფექცია", - განაცხადა გურამ სირბილაძემ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხმარებლებს ე.წ. სტამბულის ბაზარზე მისვლა, ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.