ავარიული ღობის დემონტაჟი

2020-03-13 11:59:21

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე არსებული ბეტონის ღობის დემონტაჯი მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოსახლეობა ბეტონის ფილების დემონტაჟს, რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, იგეგმება აღნიშნული ღობის დემონტაჟი და ახალი ღობის მოწყობა.

"ავარიული ღობე იყო და ბეტონის ფილების ნაწილი გადახრილი იყო ან ჩამოვარდნილი იყო. გადავწყვიტეთ პროექტი შეგვესყიდა და შესაბამისად ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოები უკვე დაწყებულია, პირველ ეტაპზე მოხდება ფილების დემონტაჟი თავის კოლონებით, შემდეგ კი მოეწყობა მწვანე ტიპის კონსტრუქციის ღობე", - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ.

სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 19 907 ლარი გამოიყო.

სამუშაოებს შპს "ამაპოლა" ასრულებს.