გარდაცვლილია 51 წლის ქალი

2020-03-12 19:16:25

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 1969 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და კარანტინი გაიარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალმა ირანში მკურნალობის კურსი გაიარა და საავადმყოფოს ქრონიკული პრობლემის გაგრძელების გამო მიმართა.

აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა.