რუსთავიდან ინფექციურში ბავშვები გადაიყვანეს

2020-03-14 00:13:21

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, 2 მცირეწლოვანი გადაიყვანეს. ერთერთი რამდენიმე თვისაა, ხოლო მეორე დაახლოებით 2 წლის.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ბავშვები მშობლებთან ერთად საქართველოში იტალიიდან მარტის თვის დასაწყისში დაბრუნდნენ და ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის გამოვლენა დაეწყოთ, რის გამოც მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა.

ბავშვების მშობლები თვითიზოლაციაში რჩებიან და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

როგორც "ინფო რუსთავს" მოგვიანებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, რუსთავიდან გადაყვანილ პაციენტებს კორონავირუსზე კვლევები უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია. მათივე ინფორმაციით ბავშვები ამ ეტაპზე ბინაზე დააბრუნეს და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.