ხანძარი რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე

2020-03-12 14:45:53

რუსთავში, თოდრიას მე-2 ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს გაუჩნდა, შემდეგ კი გავრცელდა და ახლომდებარე ვაგონში არსებულ ნივთებს მოედო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამშაოები მიმდინარეობს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.