საკარანტინო სივრცე რუსთავშიც მოეწყობა

2020-03-12 12:43:37

რუსთავში საკარანტინო სივრცე ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოეწყობა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონის მოწყობა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებულ სასტუმრო "რუსთავში" იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" კომენტარს არ აკეთებენ სასტუმროს ადმინისტრაციაში, ხოლო რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქში საკარანტინო ზონის მოწყობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ  სასტუმროში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო და საკარანტინო სივრცე აღნიშნულ შენობაში ხვალიდან ამოქმედდება.

პასუხი კიხვაზე - რატომ შეირჩა საკარანტინო ზონად ქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებული შენობა და იქნება თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, "ინფო რუსთავს" ჯერ არ მიუღია.