შეიწამლება თუ არა რუსთავი

2020-03-12 00:39:17

შეიწამლება თუ არა რუსთავი? - ამ კითხვით "ინფო რუსთავს" ათობით ადამიანმა მიმართა.

გავრცელდა ინფორმაცია რომ ქალაქს ციდან, ვერტმფრენით დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

მიუხედავად იმისა რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა "ინფო რუსთავმა"ინფორმაცია რუსთავის მერიაში გადაამოწმა სადაც აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს.

დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მოსახლეობას მოუწოდებდნენ რომ სახლებში დარჩენილიყვნენ, სარეცხი აეღოთ და ავტომობილები ფარეხებში შეეყვანათ.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.