ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა

2020-03-11 20:46:06

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე, თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, ხოლო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა.

აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.

საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.