გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები რუსთავში

2020-03-11 16:30:17

რუსთავის სსიპ კოლეჯ "მოდუსში" შედუღების სიმულატორების გამოყენებასთან დაკავშირებულ ტრენინგს გერმანელი სპეციალისტები 2 დღის განმავლობაში გაუძღვებიან.

კოლეჯში, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, დანიელ ჰაასი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ჰანეს ჰეხლერი, საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პორტფოლიოს მენეჯერი, თამაზ ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და ქალაქის მერი  ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შედუღების სიმულატორები და სხვადასხვა ტიპის ტექნიკა: ტრაქტორები, კონვექციური ღუმელები, ტრასპორტისა და ლოგისტიკისთვის აუცილებელი სიმულაციური პროგრამები გადასცა.