რუსთავში მტვრის შემადგენლობა დასაშვებ ნორმას თითქმის ოთხჯერ აღემატება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, კვლევა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესახებ, საქართველოს 5 ქალაქში- თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზესტაფონში ჩატარდა. ჩამოთვლილი ქალაქებიდან, მტვრის რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს ქუთაისი, მეორეს კი-რუსთავი იკავებს. რუსთავში სამჯერ აღემატება ნორმას, აზოტის დიოქსიდიც. ტყვიის შემცველობა, კი ჩამოთვლილი ხუთი ქალაქიდან, ყველაგან დასაშვებ ნორმზე სამჯერ ან უფრო მეტჯერ ნაკლებია.