ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა [video]

2020-01-11 11:33:11

თურქეთში, ქალაქ ტრაბზონში, ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. [ვიდეო/video]

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და თურქეთის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

თურქეთის პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.