ვანდალური ფაქტი რუსთავში

2020-03-10 00:15:15

ვანდალური ფაქტი რუსთავში.

ცურტაველის ქუჩაზე, დიდების ხეივანში 9 აპრილის გმირთა მემორიალს წარწერები გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. რამდენჯერმე დააზიანეს კოსტავას გამზირზე განთავსებული "ბიჭუნას" ქანდაკება.

დაზიანებული იყო ასევე მოსწავლის სკულპტურებიც. ვანდალური ფაქტები ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ქუჩებზე, სკვერებსა თუ პარკებში ფიქსირდება.