ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-03-10 11:19:49

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის ექიმებმა მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.