ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-03-09 18:14:11

რუსთავში ლეონიძის სკვერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მერსედერსისა და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდნენ 10 წლამდე ბავშვი და 32 წლის დედა.
ორივე მათგანი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები