სადეზინფექციო სამუშაოები რუსთავის სასამართლოში

2020-03-09 15:34:03

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასამართლოს საჯარო სივრცეები (ფოიე, სასამართლოს მისაღები, კორიდორები, სხდომათა დარბაზები და სასამართლოს დროებითი მოთავსების საკნები) სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა.

სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.