მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-03-10 00:02:26

10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 მარტი +20°C, 11 მარტი +24°C, 12 მარტი +24°C, 13 მარტი +20°C.