რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სახანძრო სამაშველო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტში გაჩნდა. საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა მცირე დაკვამლიანება.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.