რუსთავში 25 პირი თვითიზოლაციაშია

2020-03-11 00:28:10

რუსთავში 25 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ქალაქში რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, თითოეულ მათგანთან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია და ხორციელდება ბინაზე ვიზიტები.

"თვითიზოლაციაში იმყოფება 25 ადამიანი, რომლებიც რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ. მათზე გაცემულია ყველანაირი რეკომენდაცია, მათთან ვართ მუდმივ კონტაქტზე და ვახორციელებთ ბინაზე ვიზიტებსაც. არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი და თავს კარგად გრძნობენ, თუმცა იჩენენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებენ მადლობას", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, თვითიზოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.