არის თუ არა პირბადეები რუსთავში

2020-03-08 17:04:23

რუსთავის აფთიაქებში პირბადეების მარაგი ამოიწურა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ინფორმაციის დაზუსტების მიზნით რამდენიმე აფთიაქს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ფარმაცევტულ დაწესებულებაში პირბადეების რაოდენობა ამ ეტაპისთვის ამოწურულია.

იმის შესახებ თუ როდის შეივსება მარაგი არცერთ აფთიაქში ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც "ინფო რუსთავს" სააფთიაქო ქსელ "ფარმსახლში" განუცხადეს ამ ეტაპზე მარაგი აქვთ, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი შეძენა, მხოლოდ რისკ ჯგუფებს ურიგებენ უფასოდ.