მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-03-06 22:50:20

7-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. საქართველოს ტერიტორიზე შავი ზღვის სამხრეთ - დასავლეთიდან გრძელდება სითბოს ინტენსიური გადმოტანა.

7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 მარტი +18°C, 8 მარტი +20°C, 9 მარტი +19°C, 10 მარტი +20°C.