რომელ სტუდენტებს დააფინანსებს მერია.

2017-04-25 16:12:18

ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყარა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანას. აღნიშნულ პროგრამაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მერია დააფინანსებს სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება 76 ქულიდან იწყება. „ინფო რუსთავთან“ საუბარში, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ქვირიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ პროგრამით უფრო მეტი სტუდენტი ისარგებლებს. ამ დროისთვის მერიაში დაფინანსების მოთხოვნით 19 განაცხადია შესული, მათგან 6 სტუდენტის სწავლის გადასახადი უკვე ფინანსდება, დანარჩენი განაცხადები კი განხილვის პროცესშია. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 40 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ცვლილებას ხვალ საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ და კენჭს უყრიან.