როდემდე იქნება კოსტავას ქუჩა გადაკეტილი

2020-03-06 11:50:38

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.

"სახელმწიფო პროგრამის ,,გადაიღე საქართველოში’’ ფარგლებში, კომპანია ,,მაქ ინთერთეინმენთი’’, მიმდინარე წლის მარტში, ინდურ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს - ’’JAAN’’იღებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

5, 6 და 7 მარტს,  ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება დაგეგმილია რუსთავში.

ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, 5 მარტს,  11:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო 6 და 7 მარტს,  07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ავტოსატრანსპორტის გადაადგილება   შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, დონეცკელი მეტალურგების კვეთიდან და კოსტავას გამზირზე, ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან მერიის მიმდებარე მოედნამდე.

6 და 7 მარტს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დუმბაძის კვეთიდან მერიის მიმდებარე მოედნამდე და ფიროსმანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრის შენობამდე არსებულ მონაკვეთზე.

სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ,"-ნათქვამია რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.